“18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ 2 შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ ბრიტანული და ინდური შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად”, _ თქვა გამყრელიძემ.