თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ე.წ. კანონიერი ქურდი ჩირო შონია ენგურის ხიდის აფხაზურ მხარეს გადაასვენეს. რუსების საგუშაგოსთან ცხედარი დაახლოებით 5 საათია ასვენია და კრიმინალური ავტორიტეტის ახლობლები “ჩირო გალსკის” დაკრძალვას ვერ ახერხებენ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩირო შონია გალის მკვიდრი არ იყო. არსებული ინფორმაციით, კრიმინალურმა ავტორიტეტმა საბერძნეთში წასვლამდე საბუთებში სახელი და გვარი შეიცვალა.
ამ დროისთვის ჩირო გალსკის ახლობლები და მეგობრები, გალიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან, სოხუმიდან და სხვა ქალაქებიდან, საგუშაგოსთან იმყოფებიან.
ამასთან, გალში გადასვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორებზე მცხოვრებ კრიმინალური ავტორიტეტის ნათესავებსა და მეგობრებს. აფხაზური მხარე გალში შესასვლელად მათზე საშვებს არ უშვებს.
ერთ-ერთი ვერსიით, ჩირო შონიას დაპირისპირება ჰქონდა არძიმბას ძმისშილისა და შვილის მხარდამჭერ ქურდულ სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან, რის გამოც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “ჩირო გალსკის” ახლობლებს ცხედრის გადასვენების უფლებას არ აძლევს.
წყარო: მთავარიტვ