თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. პროცესზე დასასწრებად გორის ჰოსპიტლიდან თბილისში მესამე პრეზიდენტი პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გადმოიყვანა.
ე.წ. პიჯაკების საქმის ფარგლებში, სახელმწიფო ბრალდება მესამე პრეზიდენტს ვაცლავ ჰაველის საფლავზე მიტანილი გვირგვინის თანხას, სხვადასხვა პრეზიდენტების გამასპინძლებას და ყოველდღიურ წარმომადგენლობით ხარჯებს ედავება.
როგორც ცნობილი გახდა, დღევანდელი პროცესი პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო.
სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. გადაკეტილია აღმაშენებლის ხეივანი.
სასამართლო პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ.