„ვროპისა რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა“ (EBRD) შექნა „გადაუდებელი 1 მილიარდი ევროს სოლიდარობის პაკეტი”, რათა დაეხმაროს იმ რეგიონებს, სადაც კოროვირუსის გავლენა ძლიერია, რომ ისინი გაუმკლავდნენ ამ პანდემიას.
ეს არის კრიზისზე პირველადი რეაგირება და ბანკი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტი გააკეთოს.
შემოთავაზებები დღეს დამტკიცდა ბანკის აქციონერების მიერ, რომლებიც ინვესტიციას ასრულებენ 36 განვითარებადი ქვეყნის კერძო სექტორებში.
გადაუდებელი პროგრამის თანახმად, EBRD ჩამოაყალიბებს ”მდგრად ჩარჩოს”, რომელიც უზრუნველყოფს ბანკის არსებული კლიენტების დაფინანსებას, რომლებიც განიცდიან დროებით საკრედიტო სირთულეებს.
EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტმა განაცხადა, რომ ”COVID 19-ის პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს EBRD-სა და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ბანკი ოპერაციებს ახორციელებს”.
მან დასძინა, რომ ”ბანკმა შექმნა მდგრადი ჩარჩო, რომელიც მოიცავს 1 მილიარდ ევროს ახალ დაფინანსებას არსებული კლიენტებისთვის. ეს პირველი ნაბიჯია და ბანკი მზადაა, კიდევ უფრო გააფართოოს რეაგირება, გადადგას აქტიური და გადაუდებელი ნაბიჯები თავისი ფინანსური ინსტრუმენტების გადახედვის, კორექტირებისა და გაფართოებისთვის ოპერაციულ ქვეყნებთან, პარტნიორულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან”.
დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს სავაჭრო ფინანსების გაფართოებას და მოკლევადიან დაფინანსებებს ორ წლამდე, კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოთა დახმარების მიზნით.