“ეჭვი მეპარება ტელეკომპანიამ ისევ ისე გააგრძელოს მუშაობა, ეჭვი მეპარება გაბუნია დააბრუნონ, _ აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით რ2-ის ჟურნალისტები ღირსეულად დახვდნენ ახალ გენერალურ დირექტორს.
“რუსთავი ორის კოლექტივი ძალიან ღირსეულად დახვდა პაატა სალიას. მე მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კარგი იქნება, თუ “რუსთავი 2” განაგრძობს მუშაობას იმ რეჟიმში, რა რეჟიმში ახლა მუშაობს და მუშაობდა, ეს უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. “რუსთავი2″ არ არის მხოლოდ ტელევიზია, გაცილებით მეტია, ვიდრე ტელევიზია. თუმცა, ეჭვი მეპარება ისევ ისე გააგრძელოს მუშაობა. ეჭვი მეპარება გაბუნია დააბრუნონ, ან ნოდარ მელაძე ისევ იყოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მან წაიყვანოს შაბათის კურიერი. ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის”, _ განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
































































