ახლა დღის წერიგის ნაწილია, არა ის, თუ რა თქვა ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ, არამედ ის, რომ დაცული იყოს ჟურნალისტის შრომითი უფლებები, ეს არის ახლა დღის წესრიგის ნაწილი, _ ეს განცხადება რუსთავი2-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ გააკეთა.
“ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ახალმა მესაკუთრემ რეესტრში დაირეგისტრირა. ტელეკომპანიას უკვე ჰყავს ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც ასევე რეესტრის საშუალებით არის დადასტურებული. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ახლა მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხია მედიას დამოუკიდებლად შეეძლოს განსაზღვროს თავისი სარედაქციო პოლიტიკა დაარავის გაუჩნდეს ჟურნალისტების შრომით უფლებებში ჩარევის ან სხვა ზეგავლენის მოხდენის ილუზია”, _ განაცხადა სულხან სალაძემ