ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის მკვლელობისთვის ვახტანგ სამხარაძეს 11 წელი მიესაჯა.
საქმე ეხება, 2017 წლის 4 იანვარს, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარ მკვლელობას. ვახტანგ სამხარაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი თოკით გაგუდა. სამხარაძე პოლიციაში თვითონ გამოცხადდა და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სამართალდამცველებმა ცხედარი სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს.
მოკლული ქალის ოჯახის წევრები მაქსიმალურ სასჯელს ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ვახტანგ სამხარაძეს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.