„ინტერ მილანის“ ფორვარდი ედერი, გუნდის შემადგენლობაში შემადგენლობაში კიდევ 4 წელი ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას EUROSPORT ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ფეხბურთელმა ახალ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, რომელსაც ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება.
როგორც ცნობილია, 30 წლის ფეხბურთელი „ნერაძურის“ რიგებში 2016 წელს ჩაირიცხა.