რამდენიმე დღის წინ გამოცემამ Forbes, ჰოლივუდის ყველაზე დაბალანაზღაურებადი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა.
ამ ჩამონათვალის სათავეში ერთ დროს ყველაზე პოპულარული კინომსახიობი ედი მერფი აღმოჩნდა.
ბოლო წლების განმავლობაში მერფიმ საკუთარი კინოროლებით სხვადასხვა კინოკომპანიებს დიდი „ზარალი“ მიაყენა.
გამოცემა „Forbes”-ის მტკიცებით, ედი მერფი კინოს მოყვარულთა შორის პოპულარობით აღარ სარგებლობს. მისი მონაწილეობით გადაღებული სურათები მოგებას აღარ იძლევა. მერფის გვარი წარუმატებლობის სიმბოლოს აღთქმად გადაიქცა.
გაგიკვირდებათ და მსახიობი ქალბატონი კეთრინ ჰეიგლზი, უიღბლო „აქტიორთა“ სიის მეორე საფეხურზე განთავსდა.
„უიღბლოთა და ნაკლებადპოპულარულ“ მსახიობთა ჩამონათვალის „საპატიო“ მესამე პოზიციაზე რიზ უიზერსპუნი აღმოჩნდა. სამწუხაროა, მაგრამ აშშ-ში მისი მონაწილეობით გადაღებული კინოსურათები აღარ აინტერესებთ.
„არაპოპულარულთა“ მეოთხე საფეხურზე სანდრა ბალოკი აღმოჩნდა. სანდრა საპატიო ასაკში შევიდა და ეს ფაქტორი მის პროფესიულ კარიერას აშკარად დაეტყო.
ბალოკს ახალ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად აღარ ეპატიჟებიან. მართალია მსახიობს გაკოტრების საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მუდმივ სამსახურს მაინც ვერ პოულობს.
ავტორი