საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსის სანაპიროსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რომელზეც ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. საბერძნეთიდან ეგვიპტესა და სტამბოლში მიმავალი გემი ლესბოსიდან სამხრეთ-დასავლეთით 4,5 საზღვაო მილის (8,3 კმ) მანძილზე ჩაიძირა. ადგილზე სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ხუთი სატვირთო გემი, სამი სანაპირო დაცვის ხომალდი, საჰაერო ძალები და საზღვაო ვერტმფრენები შეუერთდნენ სამაშველო სამუშაოებს ეკიპაჟის წევრების მოსაძებნად, რომელთაგან, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი გადაარჩნეს.
კაპიტანმა პირველად დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ადგილობრივი დროით, 7 საათზე გააგზავნა. სავარაუდოდ, გემი მძიმე ტვირთის გამო გადაიხარა და რადარებიდან მალევე გაუჩინარდა.
ათენის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ეკიპაჟის წევრები სირიის, ინდოეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები იყვნენ.