გურულები იუმორის გრძნობას რომ არასდროს კარგავენ, ყველასთვაის კარგადაა ცნობილი. არც კომენდანტის საათის გამოცხადება აღმოჩნდა გამონაკლისი. ლანჩხუთელი მასწავლებელი სოსო კვაჭაძე ამასთან დაკავშირებით ამბავს ყვება:
“გუშინ საღამოს, ასე ათის ხუთი წუთი იქნებოდა, ყვირილი შემომესმა _ მიშველე სოსოია, მიშველეო! ჩემი ჭიშკრის წინ წაქცეულიყო ნაცნობი. ჰოდა, მე ვეუბნები, ეგება, ძამა, მოხოხდე და ჭიშკარში შემოყო თავი, დაგითრევ რაცხაფერ, აბა, შენი გულიზა სამიათასლარიან ჯარიმას ხომ ვერ ევიკდებ-მეთქი”, _ ჰყვება ბატონი სოსო.