ეგვიპტეში ექიმები დააკავეს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებდენ, ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
გამოცემით ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, ასევე საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობასა და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.
ეგვიპტის მთავრობა კი ასეთ ქმედებებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებად აფასებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 71 299 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 120 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 19 288 გამოჯანმრთელდა.