ეგვიპტე მსოფლიო ისტორიის მეორე ცივილიზაციის აკვანია. ის წარმოიშვა მდინარე ნილოსის ხეობაში და არსებობდა 5000 წლის მანძილზე და დაუტოვა შთამომავლობას დიდებული ძეგლები და ზღაპრული განძეული. განუმეორებელი პირამიდები, სფინქსის ქანდაკებები, ტუტანხამონის სამარხი და თითქმის მისტიური ფარაონთა მუმიები. და ეს არ არის სრული ჩამონათვალი უძველესი ეგვიპტელების უნიკალური მიღწევებისა. ისმის კითხვები:
ფარაონები მოვიდნენ კოსმოსიდან?
ინგლისელი მეცნიერები რვა წელზე მეტია მუშაობენ ქაიროს გარეუბანის – ფაიტახას შესწავლაზე, სადაც მათ აღმოაჩინეს უძველესი დროის დაკრძალული ფარაონები. მათი ასაკი ათასწლეულით აღემატება მანამდე აღმოჩენილი ეგვიპტის მუმიებს. ისტორიკოსები ამ გამოუცნობ პერიოდს, რომელზედაც თითქმის არაფერია ცნობილი ლეგენდარულს უწოდებენ.
ფაიტახას მუმიების შესწავლის დროს დიდი აღმოჩენები იქნა გაკეთებული. მაგალითად, ისინი თარიღდება 6000 წლით ჩვ.წ.აღ-მდე, მაგრამ ყველაზე გამოუცნობი შემდეგია: ბიოქიმიურმა ანალიზმა აჩვენა რომ მათი კანის ბოჭკოების შემადგენლობა ძალიან განსხვავდება ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობისაგან და ეს შეიძლება იყოს სისხლის აღრევის შედეგი სხვადასხვა სახეობის არსებებისა დედამიწაზე ან სხვაგან…
და მაინც რომელი სახეობისა? თვითონ ეგვიპტელები ამბობენ, რომ ისინი კოსმიური ღმერთის შთამომავლები არიან. შეიძლება ეს აღმოჩენები, ისევე როგორც წმინდა მთა კაილაშ _ ტიბეტისა ამტკიცებენ, რომ სხვა ცივილიზაციიდან მოსულმა ბინადრებმა დიდი როლი შეასრულეს დედამიწის ცივილიზაციის ისტორიაში. ბევრი კითხვები არსებობს. როგორი მეთოდითაა აგებული სფინქსი? ის საკმაოდ დაზიანებულია დღევანდელ დღეს. დედამიწაზე არასოდეს არ ყოფილა სფინქსის ზომის ქანდაკება.
ძველ არაბულ ხელნაწერებში არსებობს ჩანაწერები სფინქსის ქანდაკების საიდუმლო გვირაბის შესახებ, რასაც რომელიღაც გალერეამდე მივყავართ სადაც დიდი ოთახებია და განძია შენახული. 1924 წელს მეცნიერი დ. კინამანაჩალი ეძებდა საიდუმლო გვირაბებს და ის წააწყდა საწყობს რაც სავსე იყო გაურკვეველი მექანიზმებით, რომლის დანიშნულებაც დღემდე გაურკვეველია. აგრეთვე ნაპოვნი იყო ანტიგრავიტაციული მანქანაც. ასე რომ, კვლევა გრძელდება და წინ მეცნიერები, ალბათ, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.
ავტორი