ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე ოზურგეთელმა რეჟისორმა გიორგი ჩავლეშვილმა მონო სპექტაკლი „ეჰ ჯო“ წარმოადგინა.
ამჯერად ოზურგეთელმა მაყურებელმა გიორგი ჩავლეშვილი სხვა რაკურსით გაიცნო და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ამ ადამიანის ნიჭიერებაში.
გიორგი ოზურგეთის თეატრის ახალი სახეა და არაერთ სპექტაკლში დაამახსოვრა თავი მაყურებელს.
2023 წლის დეკემბერში მისი რეჟისორობით მაყურებელმა ორი სპექტაკლი იხილა. სემუელ ბეკეტის ტელე-პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ეჰ ჯო“ აბსურდის დრამას წარმოადგენს. ადამიანური ყოფის უსუსურობის განცდა და დასასრულის გარდაუვალობის მოლოდინი, მოგონებები, რომელიც კლავს, სპექტაკლის მთავარ თემას წარმოადგენს.
„დიდხანს ვეძებდი საინტერსო პიესას, არ ჰქონდა მნიშვნელობა ქართული დრამატურგია იქნებოდა თუ უცხოური, არც ჟანრს ჰქონდა მნიშვნელობა, შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევდი და რომელიც მომეწონებოდა იმაზე დავიწყებდი მუშაობას. მაგრამ მაინც უფრო ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ჟანრი მიზიდავს. უამრავი პიესა წავიკითხე, რამდენიმეზე მუშაობაც დავიწყე, მერე ვიპოვე ერთი, რომელმაც მათქმევინა ,,აი, ეგ არის“, პიესას განზრახ არ ვასახელებ, რადგან როგორც მოვიძიე არავის დაუდგამს ჯერ საქართველოში და პიესაც ახალია, ასე რომ მომავალში შეიძლება მოვკიდო ხელი და დავდგა, ასე რომ საიდუმლოდ დავტოვებ. ვფიქრობდი ვუდი ალენის ,,სიკვდილი აკაკუნებზე“, ექსპლიკაციაც დავწერე, ავიღე სავარაუდო მუსიკა, წარმოვიდგინე განათებები და მიზანსცენები, მაგრამ ის არ იყო რაც მინდოდა. უკვე დროშიც ვიწვებოდი. ერთხელაც, პარკში ვზივარ და ინტერნეტში წავაწყდი სემუელ ბეკეტის “ეჰ ჯო” – ს. მივხვდი რომ ,,ეგ არის“. გამოუვალი მდგომარეობის გამო არ შემირჩევია, მივხვდი რომ ეს იყო, რისი დადგმაც მინდოდა. ვფიქრობ, რომ არც შევცდი, მაყურებლის რეაქციიდანაც ჩანდა, რომ გამოვიდა. როგორ ფიქრობ, მაყურებელი როგორ მიიღებს ამ თავსატეხებს? სპექტაკლი 16+ მაყურებლისთვის არის გათვლილი, ვისაც უყვარს ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ეზოთერიკა, დეტექტივები და თავსატეხების ამოხსნა იტაცებს და რაც მთავარია ვისაც უყვარს თეატრი. როცა მუშაობა დავიწყე, უნივერსიტეტშიც მირჩევდნენ, რომ მე არ მეთამაშა და მგონი სამყაროსეული კანონზომიერება იყო, რომ მე ვითამაშე. ბოლოს, თუნდაც ამბიციურად ჟღერდეს, ჩემი აზრით ბეკეტს მოეწონებოდა ჩემეული ინტერპრეტაცია.“ – გვითხრა გიორგი ჩავლეშვილმა.“ – გვითხრა რეჟისორმა გიორგი ჩავლეშვილმა.
საინტერესო დეტალი, „ეჰ, ჯო“ უკვე ოთხჯერ იხილა მაყურებელმა ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე და ყველაზე მეტად სპექტაკლით ახალი თაობა არის დაინტერესებული.
ავტორი