მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა.
პარიზის ეიფელის კოშკი 1889 წელს ააგეს მსოფლიო გამოფენისთვის. კოშკს, რომლის პროექტიც გუსტავ ეიფელის კომპანიის ორ ინჟინერს ეკუთვნის, 300 მუშა ორი წლის, ორი თვისა და ხუთი დღის განმავლობაში აშენებდა.
ეს 300-მეტრიანი კოშკი მსოფლიოს უდიდეს ნაგებობად რჩებოდა 1930 წლამდე, ნიუ-იორკში კრაისლერის შენობის აგებამდე.
ეიფელის კოშკი დღესაც ყოველლიურად ხუთ მილიონამდე ტურისტს იზიდავს.