ეიფელის კოშკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუსი ტურისტული ადგილი, დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეიფელის კოშკის დახურვის მიზეზი საპროტესტო აქციებია.
თანამშრომლები პარიზის მონუმენტის ფინანსურ მართვას აპროტესტებენ.
გაფიცვა იმ დროს დაემთხვა, როდესაც პარიზმა 26 ივლისიდან ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს და გამარჯვებულების მედლებში კოშკიდან მეტალს გამოიყენებენ.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ პარიზის მერია, რომელიც ფლობს კომპანიის 99%-ს, რომელიც მეთვალყურეობს კოშკს, Societe d’Exploitation de la Tour Eiffel (SETE), არ აფასებს ოლიმპიადის წინ დაგეგმილი ძეგლის მოვლა-პატრონობისა და შეკეთების ხარჯებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
სარემონტო სამუშაოების შეფერხება.