„როგორც ჩანს, ეკა ბესელიაამ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულდა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით, კომპრომისზე წავიდეს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ თავმჯდომარემ გია ნოდიამ.
ალანიტიკოსი თვლის, რომ რეალურად, „ქართული ოცნება_დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სურვილია, სასამართლო სისტემა „ქართული ოცნების“ მორჩილი იყოს.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, ჩანდა, რომ ეკა ბესელია პარტიიდან საერთოდ გაერიცხათ. ახლა კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბესელიასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მისაღები კომპრომისი გამოინახა. გადამწყვეტი როლი ითამაშა იმანაც, რომ „ქართული ოცნების“ საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი მოსამართლეთა სიის წინააღმდეგ საჯაროდ წავიდა.
როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმაც გადაწყვიტა, რომ მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდეს. რეალურად, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ კარგი სასამართლო „ქართული ოცნების“ მორჩილ სასამართლოს ნიშნავს და ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ატარებს“, _ აღნიშნა გია ნოდიამ.