„ეკა ბესელიას ბრძოლასთან დაკავშირებით სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვინაიდან როდესაც ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანად არჩიეს, ბესელიამ აღნიშნული არ გააპროტესტა და დღეს, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ დაეძაბა ურთიერთობა, სასამართლოში არსებული ვითარების გაპროტესტება დაიწყო და თქვა, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მოსამართლეები თანამდებობებზე უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენო. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩანს, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ.
ექსპერტი გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.
„საქართველოში პარტიებს შორის არაჯანსაღი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ გაერთიანებულ ოპოზიციას ძლიერ ძალად აღიქვამს და ამით საკუთარ სისუსტეს ამჟaღავნებს. როდესაც არაკანონიერი მეთოდებით ცდილობ შეხვედრის ჩაშლას, აღნaიშნული, პირველ ყოვლისა, ხელისუფლების უსუსურობაზე მიუთითებს“,_ განაცხადა ჩიტაძემ.