მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ფილმში “შაშვი შაშვი მაყვალი” ბელფასტის კინოფესტივალზე “საუკეთესო შესრულების” კატეგორიაში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია Belfast Film Festival-ის გვერდზე ვრცელდება.
ფილმი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ ეთეროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც არის 48 წლის დაუქორწინებელი ქალი და აქვს საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია. იგი ტკბება საკუთარი თავისუფლებითა და ნამცხვრებით, ემზადება ჭორებისგან თავისუფალი, მშვიდი და კომფორტული სიბერისთვის. თუმცა მისმა სასიყვარულო ურთიერთობამ დისტრიბუტორ კაცთან შეიძლება გაანადგუროს მისი გეგმები.