საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მარნეულში 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს.
„ფოტოზე ჩვენი ეკიპაჟის წევრები არიან, რომლებმაც მარნეულში 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს.
ისინი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდნენ მარნეულში. ღირსეულად უმკლავდებოდნენ კოვიდ-19-ის გამოწვევებს და პირველ ხაზზე ებრძოდნენ დაავადებას.
ამავე დროს, მათი პროფესიონალიზმისა და თავდადების წყალობით, არაერთი ადამიანის სიცოცხლე დარჩა ხელშეუხებელი, მათ შორის, შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადარჩენილი მამაკაცის.
მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო ამისთვის ჩვენს ეკიპაჟის წევრებს – გიორგი გაბედავას, თამარ ხაბურძანიასა და გელა კოპალიანს.“ – წერს ავთანდილ თალაკვაძე.