პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა, – ამის შესახებ ნიუ ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, გიორგი კორძახიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კლინიკაში შესული 24 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა ოთხ მათგანს დასჭირდა.
„ამ ეტაპისთვის ახლა შემოსულია 24 პაციენტი ღამის საათებში. აქედან უკვე ოთხს ჩაუტარდა ოპერაცია, ორს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები”, – განაცხადა გიორგი კორძახიამ.