დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ათ გამორჩეულ სენაკელს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა და მათ სიგელები გადასცა. საპატიო სენაკელებს შორის, ასევე,აღმოჩნდა ექიმ-კარდიოლოგი, ირაკლი ცხვიტავაც.
ცხვიტავას გმირობა სენაკში ყველას ახსოვს- 2020 წლის აპრილში მან ახალგაზრდა ქალი მდინარეში დახრჩობას გადაარჩინა.
ირაკლი ცხვიტავას “საპატიო სენაკელის” წოდება მედიცინის სფეროში წარმატებული, გამორჩეული მოღვაწეობისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.