დაღესტანში, ქალაქ ყიზლარში მდებარე ქრისტიანულ ეკლესიასთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სროლის შედეგად 5 ქალი დაიღუპა, 5 ადამიანი კი დაშავდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს, მოსახლეობით ეთნიკურად მრავალფეროვანია, უმეტესად კი მუსულმანური ფედერალური რესპუბლიკაა.