რახან ზოგიერთისთვის დასახიჩრებული და ნაწამები ადამიანები არაფერს ნიშნავს, მაშინ ამას შეგახსენებთ: სპეცრაზმი შეიჭრა ქაშვეთის ეკლესიის ტერიტორიაზე, ძალით გამოათრია ეკლესიის შესასვლელიდან ხალხი, ჟურნალისტები ყვირილით და ხელის კვრით გაგვრეკა ეკლესიიდან.
ბეწვზე გადავრჩით ბეტონის კიბეზე დაგორებას. ხალხს ამაოდ ჰქონდა იმედი, რომ ეკლესიის ეზოში ძალადობას მოერიდებოდნენ. კადრები შემიძლია მოგაწოდოთ, თუმცა ნანახი გექნებათ, დარწმუნებული ვარ. მერე ეს ნიღბიანები გვერდითა ჭიშკარშიც ჩადგნენ და ეკლესიის ეზოდან შვილის ასაკის გოგოებს აგინებდნენ და ,,ამოვიღებ და დაგანახებო” ეუბნებოდნენ.
17 წლის შემდეგ 7 ნოემბერს რომ ვერ გაუთანაბრეთ ეს ჯოჯოხეთი, მოვიცლი და ამაზეც მოგახსენებთ, რას ვფიქრობ. _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი.





























































