ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი მარშანიშვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სოფელ ჩოჩხათის ცენტრში მდებარე ყოფილი კულტურის სახლის ავარიული შენობასათან დაკავშირებით მიმართავს.
როგორც მარშანიშვილი ამბობს (რომელიც თავადაც ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთრეულის მკვიდრია), შენობა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და დროულ დემონტაჟს საჭიროებს.
„ძლიერი წვიმის შემდეგ დილიდან სოფლის შიდა გზების შემოვლა გადავწყვიტე, ჩოჩხათის ცენტრში რომ ჩავედი, ძლიერი ნგრევის ხმა გავიგონე, კულტურის სახლში რაღაც ჩამოინგრა.
მივმართავ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ეკონომიკის სამინისტროს აიძულონ ამ შენობის დემონტაჟი ანდაც მუნიციპალიტეტისთვის გადმოცემა, რომ საკუთარი სახსრებით დროულად მოხდეს მისი დანგრევა, სანამ მსხვერპლი მოჰყვება“, _ ამბობს მარშანიშვილი.
“გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს მარშანიშვილის მიმართვაზე უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ.