საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ნინო ბაქაქურის, ბესარიონ ალავიძისა და ზურაბ ძლიერიშვილის შემადგენლობით, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროსა და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადაო ჩამორთმეულ ქონებაზე შემაჯამებელი სხდომა დღეს გაიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივარი, არსებითი განხილვისთვის დასაშვებად, პრეცედენტული დავის სტატუსით, 2017 წლის 15 სექტემბერს მიიღო.
როლანდ ბლადაძე მოითხოვს, ბათილად იქნეს 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური, გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად.
სასამართლო სხდომა 3 აპრილს 12 საათისთვის ჩაინიშნა. მანამდე მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ მორიგების შესახებ მოლაპარაკებები, რაშიც უკვე როლანდ ბლადაძე იქნება ჩართული.
სხდომის დასრულების შემდეგ, ბლადაძის ადავოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამ ეტაპზე წამოყენებული წინადადება, რომლითაც მორიგება უნდა მომხდარიყო მხარისთვის მიუღებელია.
„ბლადაძე თანახმაა მიიღოს ალტერნატიული ფართი, რომელიც იქნება სადავო ქონების _ 277 კვმ ოდენობის, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს, რომ 2004 წლის მდგომარეობით, მისი ღირებულების 205 000 ლარით საცხოვრებელი ბინის შეძენა შეუძლია, რაც მისთვის მიუღებელია.
დავის მორიგებით დასრულების შემთხვევაში, მხარე უარს ამბობს ქონებრივ და არაქონებრივ ზიანზე, ასევე, უარს ამბობს დავა გაგრძელდეს ევროსასამართლოში ან საერთაშორისო სასამართლოში. ამის საკომპესაციოდ ეკონომიკის სამინისტროს წინადადება 205 000 ლარის ღირებულების ფართის გადაცემა არასერიოზულია, მაშინ როცა თავად გიორგი პაპუაშვილის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულებით, ბინის ღირებულება 197 000 ამერიკული დოლარია. მხარეები მორიგების ეტაპზე ვრჩებით”, _ განაცხადა კაიკაციშვილმა.
პირველი შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, რომელშიც მონაწილეობას როლანდ ბლადაძე მიიღებს, დღეს, 7 საათზე შედგება.