სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ციზეთის დასახლებაში მცხოვრებლები აცხადებენ, წლებია, სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
აღნიშნულის გამო, ადგილობრივები იძულებულები არინ, სოფელთან ახლოს მდებარე მდინარით ისარგებლონ.
„წლებია, სასმელი წყალი არ გვაქვს. ჭებშიც წყალი დაშრა. ახლა ზაფხულია და წყალი ყველაზე მნიშვნელოვანია. იძულებულნი ვართ, აქვე მდებარე მდინარის წყლით ვისარგებლოთ, თუმცა, ახლა ქვეწარმავლები მომრავლდნენ და გვეშინია. დახამრებას უკვე წლებია, უშედეგოდ ვითხოვთ. წყლის გარდა, სოფელში არც გზაა, არც გაზიფიცირება“,_ განმარატვენ ადგილობრივები.
ამასთან, როგორც ხორშის მცხოვრებელბი ამბობენ, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, ისინი იძულებულნი გახდებიან, სენაკში ცენტრალური გზა გადაკეტონ.
„გურია ნიუსი“ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, როგორც ისინი განმარტავენ, სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით, მათ არაერთხელ, წერილობით მიმართეს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია ინფრომირებულია და შემდგომი რეაგირება მათ უნდა მოახდინონ.
რაც შეეხება გზას, ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის ციზეთის უბანში, წლების მანძილზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა მოგვარების ეტაპზეა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. ამ ეტაპზე, გზის რეაბილიტაციის პროექტი შედგენილია.
„გურია ნიუსი“, ასევე, დაუკავშირდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სენაკის ფილიალს, თუმცა, ისინი საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ.