„გურია ნიუსის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, შსს საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ონიანმა თანამდებობა დღეს დატოვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის თბილისში, ერთ-ერთ თანამდებობაზე ინიშნება.
კახა ონიანი გურიის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე თითქმის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ასევე, ჩვენ მიერ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე ვალერი თავაძე ინიშნება.
წარმოშობით თბილისელი, 38 წლის ვალერი თავაძე ბოლო წლების განმავლობაში შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსად მუშაობდა.