როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს გელა აროშიძეს ბრალი წაუყენეს. დეპუტატმა დღეს კოლეგას ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ქათამაძე სცემა. ბრალი სწორედ ამიტომ წაუყენეს. აროშიძეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ცემას გულისხმობს. ის უკვე დაკავებულია, რაც შეეხება სხვა პირებს, მიმდინარეობს გამოკითხვა. ამ დრომდე არ არის დაკითხული ბესო ქათამაძე, ის ოზურგეთში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ჩამოსვლას ელოდებოდა. საუბარია ლევან ვაშალომიძეზე და ნიკა მელიაზე, რომლებიც ამ წუთებში ოზურგეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან იმყოფებიან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved