ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოზურგეთის საკრებულოში _ გოჩა კილაძე და დავით ჭაკნელიძე, შესაძლოა, გურიის სამხარეო პოლიციის შენობიდან აღარ გამოუშვან.
ისინი ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან და, როგორც წყარო ამბობს, დიდი ალბათობით, დააკავებენ.
წყარო, ასევე, არ გამორიცხავს „ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის _ გელა აროშიძის დაკავებასაც.
ამ დეპუტატებმა დღეს ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი ბესო ქათამაძე სცემს, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოშია.
ამ წუთებში გურიის სამხარეო პოლიციის შენობასთან იმყოფებიან ნიკა მელია და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები _ ისინი ნახევარ საათზე მეტია ელოდებიან მათი წევრის _ გიორგი ჯირკვაძის გათავისუფლებას, რომელიც ადმინისტრაციულ შენობასთან დააკავეს _ ჯირკვაძემ გუბერნიის თანამშრომელ ნესტორ რამიშვილს ჩხუბი მას შემდეგ დაუწყო, რაც რამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა მელიას აგინა.
როგორ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, მათთვის უცნობია, რა უნდოდა რამიშვილს აქციაზე, მით უმეტეს, რომ იგი იმ ოთახში იმყოფებოდა, სადაც ქათამაძე სცემეს.
ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, რამიშვილიც დააკავონ.