გუშინ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საოლქო კომისიის თავმჯდომარედ, ბერდია ლომიძე აირჩიეს.
ლომიძე მანამდე აღნიშნული კომისიის წევრი იყო. მას აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება.
რაც შეეხება კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, თამთა გიორგაძეს, ის აღნიშნულ კომისიაში კომისიის წევრად იმუშავებს.