“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კახა მურადაშვილი კახეთში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს.
როგორც წყარო გვეუვბნება, მურადაშვილის ადგილს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი უფროსი დაიკავებს.
მურადაშვილი აღნიშნულ პოსტს 5 წლის განმავლობაში იკავებდა, რაც უახლოეს პერიოდში იშვიათია.
მან ახლახან კოვიდი დაამარცხა საკმაოდ მწვავე ფორმებში. მურადაშვილს, როგორც უწყებს ერთ-ერთ გამორჩეულ თანამშრომელს, ისე ახასიათებენ.
ჩვენი წყაროს თქმითვე, მურადაშვილის გადაყვანა როტაციის პრინციპს უკავშირდება.
მურადაშვილის კახეთში გადაყვანის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
ჩვენი ინფორმაციით კი, მურადაშვილი გუშინ უკვე გამოემშვიდოვბა გურულ კოლეგებს.