https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექსპერტიზის დასკვნა, სადაც დათო სარალიძისთვის და ლევან დადუნაშვილისთვის მიყენებული ჭრილობებია აღწერილი

18:06; 9.06.2018
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კურიერმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა მოიპოვა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ჭრილობა, რომელიც 16 წლის დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს ხორავას ქუჩაზე მიაყენეს.

ექსპერტიზის დასკვნით, სარალიძეს ჭრილობები გულმკერდის, მუცლის და ბარძაყის მიდამოებში ჰქონდა მიყენებული. ცხედრის დეტალური დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ყველა ჭრილობა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით ან საგნებით იყო მიყენებული.

ვინ მიაყენა 16 წლის დავით სარალიძეს დაზიანებები, ამ შეკითხვას ექსპერტიზის დასკვნა ვერ პასუხობს.

მოკლული დავით სარალიძის მამა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა. ზაზა სარალიძეს მიაჩნია, რომ დოკუმენტზე ხელმომწერმა სპეციალისტებმა ბევრი დეტალი დამალეს, მუშაობის დასრულების შემდეგ კი გააფუჭეს ყველა ის მასალა, რომელსაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე რეალური სურათის აღდგენა შეეძლო.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ხელოვნურად შექმნილი სირთულეების მიუხედავად, საქმეში უფრო მეტი სიცხადე დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნამ შეიტანა. მისი თქმით, მაია ნიკოლეიშვილმა აღწერა დაზიანებები, რომლებიც საქმეში არსებული დანებისგან გამოწვეული არაა და რომლებიც აჩენენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ სარალიძის მკვლელობისას თანატოლებმა სხვა საგნებიც გამოიყენეს.

სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები საქმეში არსებული დანებით მიყენებული არა აქვს. სახელმწიფო დასკვნაში მთავარ მტკიცებულებებს პირობითი ნომრები აქვს მინიჭებული. დანა ნომერი ერთი პოლიციამ მკვლელობის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოიღო, დანა ნომერი ორი კი – შემთხვევის ადგილიდან.

ექსპერტების დასკვნით, დანა ნომერი ერთის სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 21,2 სანტიმეტრია, საიდანაც მჭრელი ნაწიბური მხოლოდ 8,9 სანტიმეტრს აღწევს. მცირედი განსხვავებაა დანა ნომერი ორის პარამეტრებში. მისი სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 24,1 სანტიმეტრია, მჭრელი ნაწიბური კი – 9,2 სანტიმეტრი.

დანების მჭრელი პირის სიგრძე და სასიკვდილო ჭრილობების სიღრმე ერთმანეთს არ ემთხვევა. დასკვნით ირკვევა, რომ ჭრილობები უფრო ღრმაა, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ამოღებული დანები მკვლელობის იარაღი არ არის.

ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას მიმართ პრეტენზიებს რამდენიმე თვეა, გამოთქვამს. ეჭვების მეორე ადრესატის ვინაობას საჯაროდ არ ამბობს, რადგან ის ჯერ ისევ არასრულწლოვანია. თუმცა, კურიერის შეკითხვაზე პასუხად არ უარყოფს, რომ მეორე მოზარდი, ვინც, მისი ინფორმაციით, მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა, სასულიერო პირის შვილია. სარალიძე ამბობს რომ ამის მტკიცებულება სასამართლოში თავად პროკურატურამ მიიტანა, თუმცა, არასწორ დროს.

ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე გაყალბებულია. შვილმოკლული მამის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურება გამოძიების პირველივე დღეებში შინაგან საქმეტა სამინისტრომ დაიწყო.

ზაზა სარალიძისთვის გასაკვირია ის ფაქტიც, რომ 15-ტომიან საქმეში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, გამოკითხვის ოქმი არ დევს მაშინ, როცა ყველა იმ მშობლის ჩვენება არსებობს, ვისი შვილიც პირველ დეკემბრის სისხლიანი დაპირისპირებისას ხორავას ქუჩის 4 ნომერთან იყო.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ბოლომდე დადგენილი არც ის იარაღია, რომლითაც სასიკვდილო ჭრილობა ლევან დადუნაშვილს მიაყენეს.

სასამართლომ მისი მკვლელობისთვის 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღვეთა ერთ არასრულწლოვანს მისცა, თუმცა, სახელმწიფო ექსპერტიზის დოკუმენტის მიხედვით, მსჯავრდებულის დანის და დადუნაშვილის სასიკვდილო ჭრილობის პარამეტრები ერთმანეთს არ ემთხვევა.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5 თებერვალი, 2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5 თებერვალი, 2026
სამართალი

ავარია მსხვერპლით დასრულდა

15:12; 5 თებერვალი, 2026
სამართალი

პროკურატურა: „რატის ბარში” მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

15:02; 5 თებერვალი, 2026

“რუსთველის დღე”

სამი მანეთი არ გექნებათ? _ შემთხვევა მოსკოვში

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო