დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.
მჟავიას ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში ინფიცირების კიდევ 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთგანაც 2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და 1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
მჟავიას თქმით, 3-ვე შემთხვევა კოტაქტირებულებიდანაა წამოსული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გურიაში მთლიანად კორონავირუსით ინფიცირებული 135 ადამიანია გამოჯანმრთელებული. სულ რეგიონში 224 ინფიცირების შემთხვევაა სექტემბრის თვიდან დღემდე დაფიქსირებული.