დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ოზურგეთის მუნციციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრმა სოფელ ასკანიდან, „შვიდკაცას “ წევრმა, ცნობილმა მომღერალმა და კოლორიტმა, ლევან ნინიძემ კოლეგებს ადრიანი გაზაფხული მიულოცა:
„გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში…“ _ წაიღიღინა მან მიკროფონთან.
დარბაზში მყოფთა თხოვნაზე: „კიდევ გვიმღერეთო“, ბოდიში მოიხადა:
„სხდომა იწყება, სხვა დროს იყოს, ელანძე, მოახლოებული გაზაფხული მოგილოცეთო“.