დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას გადასცა ანგარიში 2025 წლის გაფართოების შესახებ.
“ანგარიშში ასახულია სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო, აღნიშნულია უპრეცედენტო უკუსვლა გაწევრიანებისთვის საჭირო ფუნდამენტური პრინციპებისა და 9 ნაბიჯის მიმართებაში.
მასში ასევე მკაფიოდ აღწერილია ის ქმედებები, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს დაუბრუნდება”,_ აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
































































