დიდთოვლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას FOXNEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უამინდობის გამო რთული ვითარებაა კაროლინას, ალაბამას, მისისიპის და ტენესის შტატებში.
როგორც ცნობილია, ჩრდილოთ კაროლინაში 247 000 აბონენტს ელ. ენერგია არ მიეწოდება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მაუწყებლის ინფორმაციით, უამინდობის გამო ქალაქ შარლოტის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მსოფლიოში მე-6 ყველაზე დატვირთული აეროპორტია, ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო.