წუხელ, გვიან ღამით, 33 წლის შოთა მთავარაშვილი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. შემთხვევა სოფელ კაჭრეთში მოხდა.
მთავარაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურების თანამშრომელი იყო, მას დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.