ამ წუთებში მიღებული ინფორმაციით, სამტრედიის მესამე საჯარო სკოლის ორი წლევანდელი კურსდამთავრებული, ელენე ალფაიძე და მარიამ რუხაძე სახელმწიფოდან ასპროცენტიანი დაფინანსებით პირველკურსელები გახდნენ.
გოგონებმა სამტრედიის მესამე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. მარიამ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ხოლო ელენე ალფაიძე- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა აბიტურიენტთა ჩარიცხვის სიები გამოაქვეყნა.
[sexy_author_bio]