ამ დღეებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ფესტივალი გაიმართა. ,,გაზაფხულის ფესტივალის” ფარგლებში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ასევე გაიმართა ღონისძიება, ინტელექტუალური კონკურსი ,,რჩეული”, რომელსაც ხარაგაულის საუკეთესო მოსწავლე უნდა გამოევლინა. ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური კონკურსის ,,რჩეულის” ფინალი ჩატარდა.
პირველ ტურში 300 -მდე ახალგაზრდა ჩაერთო. მეორე ტურში კი 26 საუკეთესო მოსწავლე იბრძოდა. პროექტ ,,რჩეულის” გამარჯვებული ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე გორგაძე გახდა. საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე თამთა პავლაძე; დაბის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი დევდარიანი.
გამარჯვებულს პრიზი მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა გადასცა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერის კობა ლურმანაშვილის გადაწყვეტილებით, ელენე გორგაძე 500 ლარს მიიღებს. ,,რჩეულის” ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ.
ავტორი