ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისფულეს, _ იუწყება ipn.ge.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს ელენე ხოშტარიაც.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე ჯამში დაკავებული იყო რვა პირი – ადმინისტრაციული წესით – 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.