პარლამენტის შენობაში მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ისევ იმყოფებიან. პარტია “დროას” წევრის ნინო გოგუაძის ინფორმაციით, ხოშტარია სუსტად არის და აქვს თავბრუსხვევა.
“დღეს ერთხელ გონება დაკარგა. ის არის უმძიმესი ფორმის შიმშილობაზე. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობაც ყოველდღიურად მძიმდება და მის სოცოცხლესაც საფრთხე ემუქება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.