“ელექტროენერგია აღდგა” ,-ამის შესახებ “გურია ნიუსს” კაპროვანიდან (ნატანებიდან) მოქალაქემ აცნობა.
აკაკი მიქაძის თქმით, თერთმეტი დღეა, დიდთოვლობის გამო, სოფელ კაპროვანს ელექტროენერგია არ მიეწოდება და ამ წუთისთვის, ეს პრობლემა აღმოფხვრილია.
ინფორმაციას გვიდასტურებენ “ენერგო-პრო ჯორჯიაშიც”. კაპროვანში “ენერგო პრო ჯორჯიას” ოთხი ჯგუფი დილიდან მუშაობდა. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, აკაკი მიქაძის თქმით, ეს ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. სოფელში ასევე, პრობლემად რჩება გზის სრულად გაწმენდა.