https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – ირანისკენ ბევრი გემი მიცურავს, კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ელექტროგადამცემი ხაზების ახალი მარშრუტი გურიაში _ რა სახის კომპენსაციას მიიღებს მოსახლეობა

20:23; 5.08.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ზოტიდან ოზურგეთის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა იგეგმება. სწორედ ეს საკითხი განიხილეს დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა არასამთავრობო  არასამთავრობო ორგანიზაციების _ კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოვიჟენი“ და გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მსგავსი შეხვედრა ოზურგეთშიც ჩატარდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამ პროექტის შესახებ მოსახლოების ინფორმირება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, მაგრამ პანდემიამ პროექტის შეფერხება გამოიწვია. ახლა კი, როცა სამუშაოები განახლდა, მოსახლოების ნაწილმა იფიქრა, რომ რეგიონში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება და აღნიშნული ინფორმაცია გარემოსდამცველ ირმა გორდელაძეს მიაწოდეს.

„პროექტი ხორციელდება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ბახმაროში, შეუმჩმნევიათ, რომ მუშაობს ტრაქტორი, გაჰყავთ გზა, გადაიღეს ფოტოები და მომაწოდეს,  რომ რა ხდება, ჰესის მშენებლობა ხომ არ იწყებაო.  მე გავავრცელე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არის ეს პროექტი _ გაჰყავთ ელექტროგადამცემი ხაზები.

კომპანიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ავედით დანიშნულების ადგილზე, ჩემი თვალით ვნახე ეს გზა. მომაწოდეს შესაბამისი ნებართვები როგორც ჩოხატაურის, ასევე, ოზურგეთის მერიიდან და ნაკლები ინფორმაცია რომ არ იყოს მოსახლეობაში, დავგეგმეთ ეს განხილვები, ჯერ ოზურგეთის საკრებულოში, ახლა აქ, ჩოხატაურში. შეხვედრები, პარალელურად ჩატარდება იმ სოფლებშიც, სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზები გაივლის. ამიტომ ვუთხარი კომპანიას, დაედგათ ბანერი, რომელზეც ასახული იქნებოდა, რა პროექტი  ხორციელდება. „ეკოვიჟენთან“ ერთად გადავწყვიტეთ, რომ აუცილებელი იყო ეს შეხვედრები, რათა მომხდარიყო საკითხის განხილვა“, _ თქვა ორგანიზაცია „ეკოს“ თავმჯდომარემ, ირმა  გორდელაძემ და აღნიშნა, რომ პროექტი ქვესადგურის აშენებას მის სოფელში ითვალისწინებს.

მანვე აღნიშნა, რომ პროექტის მსვლელობას და გარემოსდაცვით საკითხებს მონიტორინგს გაუწევენ გარემოსდამცველები.

ცნობისთვის, გურიის პროექტი წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ნაწილს და ითვალისწინებს ორჯაჭვა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას ოზურგეთიდან ზოტის მიმართულებით; ასევე, ოზურგეთიდან პალიასტომის მიმართულებით 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში 110/220 კვ ქვესადგურის მშენებლობას. პროექტი ხორციელდება KFW-ს განვითარების ბანკის დაფინანსებით, „გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში.

კომპანიაში _ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აცხადებენ, რომ მარშრუტის დაგეგმარების კომპლექსური პროცესიდან გამომდინარე, საჭიროა მრავალი წინაპირობის გათვალისწინება. კერძოდ, პროექტი არის ტექნიკურად გამართლებული, ასევე, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებით ყველა პროცედურა და კანონმდებლობის მოთხოვნები შესრულებულია. სსე-ს მიერ დაგეგმილი პროექტი ხორციელდება მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მოსამზადებელ ეტაპზე სსე საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად იკვლებს მოსახლეობასა და გარემოზე შესაძლო ზემოქმედებას, რათა შეირჩეს საუკეთესო ალტერნატივა. სსე-ს მიერ საერთაშორისო ნორმებით დადგენილი გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების ზომების გამოყენება, ხელს უწყობს საქართველოს, მიიღოს უფრო მეტი გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობაში.

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, პროექტი ითვალისწინებს 162 ანძას. იწყება ზოტიდან და დასრულდება ლიხაურში, სადაც 23-24 ანძა დაახლოებით მიწის ნაკვეთებზე ხვდება. დეტალური დიზაინის შემდეგ კი დადგინდება სად გაივლის ეს ანძები და მოხდება მიწის ნაკვეთების მფლობელებთან გასაუბრება.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, ერთ-ერთი მოსაზრებით, ბახმაროსთან რომელიღაც ანძა კვეთდა დაცულ ტერიტორიას. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სრულად შეუსაბამოა რეალობასთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტზე მუშაობის ფარგლებში მაქსიმალურად ეცადნენ, რომ ელექტროგადამცემმა ხაზებმა ნაკლები ზემოქმედება მოახდინოს იმ სოფლების მცხოვრებლებზე და გარემოზე, სადაც ელექტროსისტემა გაივლის.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განმარტავენ, რომ „ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ-სა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი კვლევა ჩატარდა ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე: „ელექტრომაგნიტური ველი ელექტროგადამცემი ხაზების ფარგლებში არის ძალიან სუსტი, იმისათვის, რომ დააზიანოს მოლეკულები  და დაშალოს დნმ, მას არ შეუძლია გამოიწვიოს მუტაციური ცვლილებები ან სიმსივნური წარმონაქმნები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ცხოველებში მაღალი დონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების შედეგად არ დაფიქსირებულა ჯანმრთელობისათვის საზიანო რაიმე ზეგავლენა, კიბოს ჩათვლით.

ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების გავრცელების შედეგად მოსალოდნელი ზემოქმედება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, მათ რეპროდუქციასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ასევე, ცხოველთა და მცენარეთა ზრდა- განვითარებაზე და მათ პროდუქტიულობაზე არც ერთი პარამეტრით არ უკავშირდება ელექტრომაგნიტური ველის გავრცელებას კანონმდებლობით გათვალისწინებული ზონების არეალში“.

ცნობისთვის, ელექტრომაგნიტურ ველის ზემოქმედების გავლენა დამოკიდებულია ელექტრული წყაროების ტიპებსა და ამ წყაროებამდე მანძილზე.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის #366 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის _  „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონების“ მესამე მუხლის მიხედვით 330, 400 და 550 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონა შეადგენს 30 მეტრს განაპირა სადენებიდან, ხოლო 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისთვის _ 25 მეტრს და 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისთვის  _ 20 მეტრს.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზებიდან 15 მეტრის მანძილზე  ელექტრული ველის ტიპიური დონე არის 19,5  mG-მდე, 30 მეტრის მანძილზე _ 7.1. mG; 110 ელექტროგადამცემი ხაზებიდან 15 მეტრის მანძილზე არის 6.5 m G, 30 მეტრის მანძილზე _ 1.7 mG.

„ზემოთ მოცემული ელეტრომაგნიტური ველის დონეები არის იმდენად მცირე, რომ შეუძლებელია რაიმე სახის გართულებები თუ ზეგავლენა გამოიწვიოს ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზები არის სრულიად უსაფრთხო, რადგან 50 ჰც-ზე ელექტრომაგნიტური ველის დაშვების დონეა 1000 mG“, _ აცხადებენ კომპანიაში.

„გურია ნიუსი“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სოციალურ საკითხების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, ნიკა მიქაუტიძეს ესაუბრა:

_ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური დიზაინის დადგენა. როგორც კი გვეცოდინება დეტალური დიზაინი, ზუსტად გვეცოდინება რომელი სოფლის, რომელი მოქალაქის კერძო საკუთრებაში მოგვიწევს შესვლა ან ზემოქმედების მოხდენა. ზემოქმედება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სამშენებლო სამუშაოები უნდა გახორციელდეს. ზემოქმედებად ისიც განიხილება, თუ ელექტროგადამცემი ხაზი ან მისი დაცვის ბუფერი გადაივლის მოსახლის ტერიტორიაზე. ბევრად უფრო ცოტა ნაკვეთზე შევალთ სამუშაოების გასახორციელებლად, ვიდრე ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზუსტი ინფორმაცია გვექნება მას შემდეგ, რაც გაკეთდება დეტალური დიზაინი. ამის შემდეგ დაიწყება პროექტის განხილვა თითოეულ სოფელში, თითოეულ ოჯახში ჩატარდება აღწერა, ინვენტარიზაცია, ასევე, მოსახლეობას მივაწოდებთ ინფორმაცია, თუ რამდენია იმ მიწის და კულტურების ღირებულება, რომლებიც ზემოქმედების ქვეშ მოექცევა.

ინფორმაციას მივაწვდით ყველა დაინტერესებულ პირს, მაგრამ იმ მოქალაქეებზე, რომლებზედაც ზემოქმედება გახორციელდება, განსაკუთრებულად გაკეთდება აქცენტი. ამ ეტაპზე, ელექტროგადამცემი ხაზების ძალიან მცირე ნაწილი გადადის კერძო საკუთრებაში _ ეს არის ძირითადად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მაკვანეთი და სოფელი ლიხაური. თუმცა, არის სხვადასხვა სოფლები, სადაც, შეიძლება, ზემოქმედება ქონდეს ხაზებს და ეს დაზუსტებით დიზაინის შემდეგ გვექნება, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლოს.

_ იმ ოჯახებს, ვის ნაკვეთზეც ზემოქმედება მოგიწევთ, რა კომპენსაციას სთავაზობთ?

_ არის რამდენიმე ტიპის კომპენსაცია _ აქტივების, ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეების, მიწის გაუფასურების. როდესაც ელექტროგადამცემი ხაზი გადადის საკუთრებაზე, არ შეიძლება ოთხ მეტრზე მაღალი ერთწლოვანი თუ მრავალწლოვანი კულტურის მოყვანა, კაპიტალური შენობა-ნაგებობის, სარწყავი სისტემის, რომელიც 4 მეტრზე მაღალია, განთავსება და ა.შ. შესაბამისად, მიწის გაუფასურების კომპენსაციის თანხას აუცილებლად გადავუხდით და სერვიტუტით დავტვირთავთ. თუმცა, კომპენსაციის ოდენობა ჯერ ფიზიკურად ვერ გვეცოდინება, რადგან, დეტალური დიზაინის შემდეგ, უნდა მოხდეს აუდიტორული სამუშაოების გაწევა. მანამდე ჩატარდება აღწერა, ინვენტარიზაცია, საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და ამის მიხედვით დადგინდება ფასი.

_ იმ შემთხვევაში რას აპირებთ, თუ მოსახლე უარს განაცხადებს მის ნაკვეთზე ხაზის გაყვანაზე?

_ არის ალტერნატიული შემთხვევები და გვქონია ძალიან იშვიათად. ჩვენ აუცილებლად ვმოქმედებთ კანონმდებლობის ფარგლებში და მაქსიმალურად ვცდილობთ, მოქალაქეს შევაცვლევინოთ გადაწყვეტილება. თუმცა, თუ იქნება ისეთი შემთხვევა, როცა ვერ შევთანხმდებით, აუცილებლად ვიქნებით მოქცეული კანონმდებლობის ჩარჩოებში.

რაც შეეხება საჩივრის განხილვას ელექტროგადამცემი ხაზების პროექტთან დაკავშირებით, თითოეულ მუნიციპალიტეტში სსე-ს წარმომადგენელი განიხილავს ამ საჩივრებს და ჩაწერს  საჩივრების რეესტრში. სიტყვიერი/ზეპირი სახით მიღებულ საჩივრები წერილობითი ფორმით დაფიქსირდება ამავე რეესტრში.

საჩივარი განხილვისას გაივლის შემდეგ საფეხურებს: საჩივრის წარმოდგენის შემდეგ მოხდება მათი განხილვა სსე-ს საჩივრებზე რეაგირების კომისიის მიერ. თუ მოქალაქეს სსე-ში მიღებულ გადაწყვეტილება ვერ დააკმაყოფილებს, შეუძლია გადაწყვეტილება სასამართლო წესით გაასაჩივროს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ირმა გორდელაძენიკა მიქაუტაძე
გაზიარება44Tweet28Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30 იანვარი, 2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30 იანვარი, 2026

ამირან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა

ნინიკო ტრაპაიძე _ კიდევ ერთი წარმატებული ჩოხატაურის პირველი სკოლიდან

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ცინცაძის სასამართლო პროცესი დასრულდა

22:01; 30.01.2026
საზოგადოება

ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

18:43; 30.01.2026
ფინანსები

Creator-ის გამარჯვებული ცნობილია – უყურეთ პროექტის ფინალურ ეპიზოდს საქართველოს ბანკის YouTube არხზე

18:39; 30.01.2026
მთავარი

საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

17:19; 30.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:19; 30.01.2026
საზოგადოება

წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოვლინდა

17:17; 30.01.2026
პოლიტიკა

“საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე ამის წარმოჩენა უნდათ”- დავით მჟავანაძე

16:44; 30.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ონლაინ ტური გაიმართა

16:35; 30.01.2026
სამართალი

რა ამოიღეს ჩოხატაურის მერის მოადგილის მამის სახლიდან- პროკურატურის ბრალდება ცნობილია

16:06; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ მიუვიდა მოსახლეობას გაზის მაღალი გადასახადი

15:19; 30.01.2026
საზოგადოება

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

15:08; 30.01.2026
პოლიტიკა

ჟორჟოლიანი: საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, თუმცა ამის მიუხედავად ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან

14:56; 30.01.2026
საზოგადოება

რატომ გაორმაგდა ბუნებრივი აირის გადასახადი, თუ ტარიფი არ შეცვლილა? – ენერგოომბუდსმენის განმარტება

14:44; 30.01.2026
საზოგადოება

“შარაშიძე აივანზე იმყოფებოდა”- რას ამბობს ადვოკატი კონფლიქტზე, რის გამოც ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

14:32; 30.01.2026
საზოგადოება

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

14:11; 30.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო