“რა გარანტია გვაქვს, რომ როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, “ქართულ ჯიგრულ პონტში” და ნათესავურ პონტში არ დაფაცურდება ის ხალხი და თქვენგან საყვედურს ისევ არ მიიღებს?” – ამ კითხვით მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და ე.წ. “კახურ კლანთან” დაკავშირებული კორუფციული სქემები გაახსენა.
ელიშვილმა, პერემიერობის კანდიდატს, ასევე მიმართა, თუ ნათესავები კორუფციულ საქმეებში იყვნენ ჩართულები, რამდენად ადვეკატურია, რომ სახლში არ გაუშვით?
“რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მე ვაფრთხილებდი ღარიბაშვილს, რომ მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო. შემდეგ თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი მთავარი პრობლემა მართლაც იყო ნათესავები. თქვით, რომ გარჩევებიც გქონდათ ამ ხალხთან და ზოგიერთი მათგანი ახლა თქვენთან სახლში ვერც მოდის. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით და უშვებთ ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს მათ? იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. “კახური კლანი”, მედიაში ასე მოინათლა ეს ხალხი და არაერთხელ ითქვა, რომ ისინი ჩართულნი იყვნენ კორუფციულ სქემებში.
და თუ კორუფციულ საქემეებში იყვენენ ისინი ჩართულები, რამდენად ადეკვატურია, რომ სახლში არ უშვებ მათ? იქნებ მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი? თქვენი ისევ გაპრემიერების შემთხვევაში და მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ დღეს თქვენ აგირჩევენ პრემიერ-მინისტრად, ხელმეორედ, რა გარანტია გავქვს, რომ როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, რომ “ქართულ ჯიგრულ პონტში” და ნათესავურ პონტში არ დაფაცურდება ის ხალხი და თქვენგან საყვედურს ისევ არ მიიღებს?, – მიმართა ღარიბაშვილს ალეკო ელისაშვილმა.