ალეკო ელისაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.
“დიდი პატივისცემით მივმართავ ზაზა სარალიძეს _ ბატონო ზაზა, გთხოვთ, დღევანდელი აქცია წარმართეთ მხოლოდ თქვენ! ნათელია რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ზვიად კუპრავას, ფარნაოზ ჭკადუას, გაზდელიანს და სხვებს სურთ თქვენი ტრაგედიის და ტკივილის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.
არ დაიყენოთ ეს ხალხი დღეს გვერდით, გთხოვთ გულითადად!
გუშინდელ აქციაზე ყველა თქვენი ტკივილის გასაზიარებლად მოვიდა, ყველა თქვენდამი სოლიდარული იყო და არა ყოფილი ზონდერების!
გუშინ პირადადაც დაგიდასტურეთ პატივისცემა და მხარდაჭერა, ახლაც ვადასტურებ.
ნუ მისცემთ რევოლუციის სუნით ატაცებულ არაგულწრფელ ადამიანებს თქვენით მანიპულირების უფლებას. ხომ დარწმუნდით რომ მთელი საქართველო თქვენს გვერდითაა?!
ეს რომ ასე დარჩეს თქვენ უნდა გაწიოთ გვერდზე აჟიტირებული ნაზონდერალები და მარტო გაუძღვეთ აქციას. ზვიად კუპრავას და ნაციონალური მოძრაობის სხვა აქტივისტებს მოგმართავთ _ ნუ, ცდილობთ ამ ადამიანის ტკივილის სათქვენოდ გამოყენებას. ამას უსინდისობა ჰქვია.
თქვენს გამო მანდ არავინ მოსულა გუშინ და ვის გამოც მივიდა ხალხი იმ კაცს შეეშვით!” _ წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.