რთულია პროგნოზის გაკეთება იმაზე, მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსიის პანდემიის მეორე ტალღა შემოდგომაზე. არის ასეთი მოსაზრება, თუმცა ამას მეცნიერთა უფრო ნაკლები რაოდენა უჭერს მხარს-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ალექსანდრე გოგინავა ამბობს, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს პანდემია დაახლოებით მაისის შუა რიცხვებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც უკან დაიხევს და შემოდგომაზე მისი მეორე ტალღა არ იქნება.
„შეიძლება სეზონურად ადამიანების დაინფიცირება მოხდეს ამ ვირუსით, მაგრამ არა იმ სახით, როგორც ახლა, ანუ პანდემიის სახით. იქნება სპორადული დაინფიცირება ანუ ერთეული შემთხვევები, ხოლო ვაქცინის შექმნა უზრუნველყოფს დარჩენილი პოპულაციის იმუნიზაციას. აქედან გამომდინარე მეორე ეტაპსა და პანდემიის ტიპით დაავადების ხელმეორედ გავრცელებას შემოდგომაზე არ ველოდებით,“_ განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
წყარო:იმედინიუსი