შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გელა ხვედელიძეს ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევა უტარდება.
ხვედელიძეს დაუდგენელი პირები თავს ცოტახნის წინ საკუთარ სახლთან დაესხნენ. თავდასხმას მისი მეუღლე შეესწრო, რომელიც ყვება, რომ სახლიდან გამოსულ გელა ხვედელიძეს ორი ნიღბიანი პირი დახვდა.
„ეს მოხდა დაახლოებით 40 წუთის წინ, სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა, არ ვიცი გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ.
სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. კარები დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომეხსნა, ამ ბიჭისთვის, მაგრამ ვერ ვქენი უცებ გაიქცნენ,“ – აცხადებს მარეხი ფერაძეს.
rustavi2.ge