„ხვალინდელი დღე გუშინდელს აღარ უნდა ჰგავდეს – ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი, ევროპა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული აღარ უნდა იყოს“,_ ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი სტრატეგიული სამედიცინო ნაწარმის წარმოებაში 4 მილიარდი ევროს ინვესტიციას ჩადებს.
„ჩვენი პრიორიტეტია, რომ დღეიდან დავიწყოთ წარმოება საფრანგეთში, ჩვენს ტერიტორიაზე. გარკვეულ პროდუქტებსა და მასალებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს. ხვალინდელი დღე გუშინდელს აღარ უნდა ჰგავდეს. ხელახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და ევროპული სუვერენიტეტი“,_ განაცხადა მაკრონმა.
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი ფონზე ევროპის ქვეყნებმა არაერთხელ განაცხადეს სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეზე.
ევროპული მედიის ინფორმაციით, ევროპა კორონავირუსის პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა.