მედიის ცნობით, საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის ლიდერები უკრაინაში, კიევში ჩავიდნენ. ემანუელ მაკრონის, მარიო დრაგისა და ოლაფ შოლცის ფოტო მატარებლიდან უკრაინის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარემ Telegram-ზე გაავრცელა.
სამი ქვეყნის ლიდერი, კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდებიან და მხარდაჭერას გამოხატავენ.
ვიზიტი ხდება ერთი დღით ადრე, ვიდრე ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ავტორი